მთავარ შიგთავსზე გადასვლა
წმ. ვასილისკოს გუნდი+995 555 95 52 78
წმინდა ვასილისკოს მგალობელთა გუნდი ტაძარში

წმინდა ვასილისკოს
მგალობელთა გუნდი

ქართული საეკლესიო გალობა პანაშვიდზე, გამოსვენებასა და ჯვრისწერაზე. თბილისში და საქართველოს მასშტაბით.

პანაშვიდი და გამოსვენება

ვგალობთ ტაძარში, სახლში, სარიტუალო დარბაზსა და სასაფლაოზე. ვთანხმდებით მღვდელთან, ვასრულებთ წესის შესაბამის საგალობლებს

შემადგენლობა
3–5 მგალობელი
ადგილი
ტაძარი, სახლი, სასაფლაო, სარიტუალო დარბაზი
ვადა
დასტური იმავე დღეს
ხანგრძლივობა
წესის მიხედვით, ჩვეულებრივ 30–60 წუთი
დაგვირეკეთ ახლავე

ჯვრისწერა

ჯვრისწერაზე ვგალობთ ჩოხებით. ჯერ - ჯვრისწერის წესი საეკლესიო გალობით, შემდეგ, სურვილისამებრ, ქართული მრავალხმიანი სიმღერები ტაძრის ეზოში.

შემადგენლობა
4–6 მგალობელი, ჩოხებით
რეპერტუარი
ჯვრისწერის საგალობლები და ხალხური მრავალხმიანობა
ჯავშანი
სასურველია 1 კვირით ადრე
დამატებით
შეხვედრა ტაძრის ეზოში
მოგვწერეთ WhatsApp-ში

როგორ ხდება

  1. გვირეკავთ ან გვწერთ

    გვითხარით თარიღი, ადგილი და საჭიროება. გპასუხობთ რამდენიმე წუთში.

  2. ვათანხმებთ დეტალებს

    მგალობელთა რაოდენობა, ზუსტი დრო და ჰონორარი. საჭიროების შემთხვევაში თვითონ ვუკავშირდებით ტაძარს ან სარიტუალო სამსახურს.

  3. მოვდივართ და ვგალობთ

    ადგილზე ვართ დაწყებამდე ოცი წუთით ადრე. ყველაფერი მომზადებულია - საგალობლები, ჩოხები, საჭირო შეთანხმება მღვდელთან.

ჩვენ შესახებ

ჩვენ მგალობელთა მცირე გუნდი ვართ. ვგალობთ ქართული საეკლესიო გალობის ტრადიციული კილოებით - გელათის, შემოქმედისა და კარბელშვილების სკოლის კრებულებით.

გუნდის წევრები წლებია ვმსახურობთ ტაძარში და ვმღერით ქართული ხალხური სიმღერის გუნდებში. ჯვრისწერაზე ვდგებით ჩოხებით.

ხშირი კითხვები

რამდენად სწრაფად დაადასტურებთ?
პანაშვიდსა და გამოსვენებაზე იმავე დღეს დაგიდასტურებთ. დარეკეთ ტელეფონზე ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე და მაშინვე გეტყვით, თავისუფალი ვართ თუ არა.
თბილისის გარეთაც მიდიხართ?
დიახ. მთელს საქართველოში. თბილისის გარეთ გასვლის დეტალებს ცალკე ვათანხმებთ.
რა ღირს?
ჰონორარი დამოკიდებულია მგალობელთა რაოდენობაზე, ადგილსა და ხანგრძლივობაზე. ზუსტ თანხას საუბრისას გეტყვით.
მღვდელთან კომუნიკაციასაც თქვენ უზრუნველყოფთ?
დიახ, შესაძლებელია. თუ ტაძარი უკვე შერჩეულია, თვითონ ვუკავშირდებით მღვდელს და ვათანხმებთ დეტალებს.

დაგვიკავშირდით

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ში — გვითხარით თარიღი, ადგილი და რომელი წესია. გადაუდებელ შემთხვევაში ზარი უფრო სწრაფია.

დარეკვაWhatsApp